ხშირად დასმული შეკითხვები
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი იურიდიული მომსახურება?
ჩვენი იურისტები ყოველთვის ორიენტირებული არიან საუკეთესო შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ფირმას შეუძლია პროცესის მხოლოდ შემდგომ საფეხურზე გაამახვილოს ყურადღება, ჩვენი გუნდი სასამართლო პროცესის თითოეულ ეტაპზე სტრატეგიის ძირითად აქცენტს აკეთებს საბოლოო შედეგებზე. კლიენტის სასურველ შედეგზე ფოკუსირება არის თითოეული შემთხვევის სტრატეგიული პროცესის განუყოფელი ნაწილი. მაშასადამე, თუ თქვენ ეძებთ საუკეთესო იურისტებს საქართველოში თქვენი სამართლებრივი საკითხის გადასაჭრელად, მაშინ ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ თქვენთვის სასურველი შედეგები, უმოკლეს დროში.
რისგან შედგება ჩვენი საადვოკატო მომსახურების ძირითადი სამუშაო პროცესი?
ჩვენ ვსწავლობთ მთელ საქმეს, კომპანიის ისტორიიდან დაწყებული სამომავლო პერსპექტივების ანალიზით დასრულებული. რეგულარულად ვდებთ წერილობით დასკვნებს. ჩვენ ვართ მეტად ეფექტური, რადგან შეგვიძლია ვიყოთ ერთდროულად რამდენიმე ადგილზე, ერთდროულად ვაკეთებდეთ რამდენიმე საქმეს. ჩვენს მიერ წარმოებული საქმეთა აბსოლუტური უმრავლესობა დასრულდა წარმატებით. ჩვენ ვწევთ მომსახურებას, რომელიც ღირს. ჩვენ ვუფრთხილდებით პირველ რიგში საკუთარ და შემდეგ თქვენს დროით რესურსს. ჩვენ ვწევთ მომსახურებას, რომელიც ღირს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც შეგიძლიათ თქვენი ბიზნესი ანდოთ. ახალი ხედვით, ახალი შესაძლებლობებით ჩვენ ვქნით ახალ ღირებულებებს და ვამკვიდრებთ ახალ ტენდენციებს
ვინ არის ძლიერი ადვოკატი / საუკეთესო ადვოკატი
საზოგადოებაში მყარად არის დამკვიდრებული აზრი რომ იყო ადვოკატი ნიშნავს შეგეძლოს კარგად კამათი. ჩვენი აზრით ეს არასწორია, კამათი მხოლოდ წაგებული საქმის ადვოკატს სჭირდება. ჩვენ ვთვლით, რომ იყო საუკეთესო ადვოკატი გულისხმობს გქონდეს ხასიათი, სითამამე, თანდაყოლილი ქარიზმა და კარგად შეგეძლოს სახალხოდ ლოგიკური მსჯელობა, შესაბამისი ბმებისა და კავშირების დანახვა და მათი გადაცემა მსმენელისათვის. კარგი ადვოკატი მსმენელს არ უხსნის, არ უღეჭავს ინფორმაციას. სასამართლო პროცესზე, მოლაპარაკებებისას ადვოკატი ლოგიკური ბმების ჩაწვეთებით მსმენელს აძლევს შესაძლებლობას თავად გამოიტანოს დასკვნა. წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორია, მხოლოდ ასეთ დასკვნას აღიქვამს მსმენელი და თავისთავად სწორედ ასეთი მიდგომა მუშაობს.
დაზღვეული იურიდიული / საადვოკატო მომსახურება. რატომ არ ვუშვებთ შეცდომებს?
იურიდიული მომსახურების გაწევისას შეცდომების დაშვების ალბათობა 0 ის ტოლია, რადგან ყოველი საქმე, ყოველი სტრატეგია, დოკუმენტი, ფორმა, კონცეპტი, შესაძლო ვარიანტი თუ აბსტრაქტული იდეა მუშავდება გამოცდილი იურისტების და საუკეთესო ადვოკატების მიერ. დამუშავებისა და სრულყოფის შემდეგი ეტაპია ვიზირება.
ადვოკატის მომსახურების ფასი. ფასების დიაპაზონი და გადახდის ფორმის არჩევა
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის თქვენზე მორგებული პირობები, შეგიძლიათ ისარგებლოთ საადვოკატო მომსახურებით წინასწარი გადასახადის გარეშე. წინასწარ მოგიწევთ მხოლოდ საპროცესო ხარჯების დაფარვა.
ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ შედეგზე. ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლების რეალიზების საშუალება.
ერთი ადვოკატის აყვანა სჯობს თუ იურიდიულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება?
ერთი ადვოკატის აყვანა კომპანიისთვის ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე ჩვენი, განსხვავებული სპეციალიზაციის ადვოკატების ჯგუფის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თქვენი საქმიანობის ყველა პროცესი სამართლებრივად ვსრულყოთ
კვალიფიციური ადვოკატები
ჩვენ ორგანიზაციაში მუშაობენ გამოცდილი და მაღვალკვალიფიცური იურისტები და ადვოკატები
8 წლიანი გამოცდილება
ჩვენი 8 წელზე მეტია ვცდილობთ გავაუმჯობესოთ თქვენი უფლებების დაცვა
წარმატება
ჩვენ ხელთ არსებულის სააქმეების 97% წარმატებული შედეგით სრულდება