შემოსავლების სამსახურმა, მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე – ჯამში, 45 კბ.მ ხე–ტყის, დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით და აღნიშნული საქონელი ჩამოერთვათ.