სამართლიანი სასამართლოსთვის
VK Law Company - ახალი ნაბიჯი იურიდიულ სფეროში: ალტერნატიული გამოძიება, იმიტირებული სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა დასკვნა - "დაიცავი საკუთარი უფლებები წარმატებულად"
- მისამართი
წერეთლის გამზ. N116, თბილისი
- ტელეფონი
ჩვენ შესახებ
VK law Company
VK Law Company 8 წელია სხვადასხვა მექანიზმით ცდილობს შექმნას ახალი რეალობა და ალტერნატივა საგამოძიებო მიმართულებით, სასამართლოში მოსარჩელე ან მოპასუხე წარსდგეს მომზადებული საერთაშორისო პრეცედენტებით გამყარებული, რათა უკეთ დაიცვას საკუთარი უფლებები და შექმნას ან გამოიყენოს ის ინოვაციური შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენი იურიდიული კომპანია სთავაზობს ყველა მის პოტენციურ კლიენტს
8 წლიანი გამოცდილება
ჩვენი 8 წელზე მეტია ვცდილობთ გავაუმჯობესოთ თქვენი უფლებების დაცვა
წარმატება
ჩვენ ხელთ არსებული სააქმეების 97% წარმატებული შედეგით სრულდება
VK Law Company
იურიდიული მომსახურების ძირითადი მიმართულებები
სახელშეკრულებო სამართალი
გთავაზობთ ნებისმიერი სახის დახმარებას სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში
ვალდებულებითი სამართალი
გთავაზობთ ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ დავებში სამართლებრივ დახმარებას
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
გთავაზობთ ინტელექტუალური სამართლის სფეროში მომსახურებას
საოჯახო სამართალი
საოჯახო სამართლის ფარგლებში გთავაზობთ სრულ სამართლებრივ დახმარებას
ადმინისტრაციული სამართალი
გთავაზობთ სამართლებრივ დამარებას ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებში რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით
მემკვიდრეობითი სამართალი
გთავაზობთ მომსახურებას მემკვიდრეობითი სამართლის ფარგლებში
პროფესიონალი და გამოცდილი სამართლის ადვოკატი
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი ფირმა

ალტერნატიული გამოძება
VK Law Company იყო და არის პირველი იურიდიული კომპანია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ალტერნატიულ ჟურნალისტურ გამოძიებას

იმიტირებული სასამართლო
იმიტირებული სასამართლო ეს არის ინოვაცია ჩვენს სივრცეში, რაც გულისხმობს საკუთარი თავის მოწინააღმდეგედ ყოფნას და სასამართლოსთვის მაქსიმალურად მომზადებას

ნაფიც მსაჯულები
ჩვენი კომპანია გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა განხილვას და დასვკნას
2000+
კლიენტებთან კონსულტაციები
93%
წარმატებული შემთხვევები
40+
პროფესიონალი ადვოკატები
785,320 ₾
ამოღებული ღირებულება
უახლესი პრაქტიკის სფეროები
ფარული ჩანაწერების სამართლებრივი შეფასება
ჩანაწერების კანონიერების განსაზღვრა, შესაძლებელია თუ არა მათი გამოყენება სასამართლო პროცესში, რისკების შეფასება და დაცვის სტრატეგიის შემუშავება.
ჟურნალისტური და ანალიტიკური გამოძიება (ლეგალური ჩარჩოს ფარგლებში)
ინფორმაციის შეგროვება, გარემოებების გადამოწმება, ღრმა ანალიზი და ფაქტებზე დაფუძნებული სამტკაცხიურო კვლევები — მხოლოდ კანონიერ და ეთიკურ მეთოდებით.
ფაქტების კონსტატაცია და იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტირება
მოვლენების, ქონებრივი მდგომარეობის, კომუნიკაციისა და ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური დაფიქსირება სამართლებრივი გამოყენებისთვის.
ტექნოლოგიური და ციფრული სამართალი
მონაცემთა დაცვა, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტის სამართალი, ბლოკჩეინ და Web3 პროექტების იურიდიული მონიტორინგი.
ინტერპოლის და საერთაშორისო ძებნის სამართლებრივი კონსულტაცია
წითელ ცირკულართან, საერთაშორისო ძებნის პროცედურებთან და უფლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებული სამართლებრივი ანალიზი და მხარდაუჭერა.
საერთაშორისო სამართალი და მიგრაციული მხარდაჭერა
ვიზების მიღება, ბინადრობა, საერთაშორისო გადაადგილების სამართლებრივი საკითხები და პროცესების მონიტორინგი.
რეპროდუქციული და სუროგაციის სამართალი
სუროგაციის, დონაციისა და შვილად აყვანის პროცესის სრული იურიდიული უზრუნველყოფა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.
VK Law Compay
რა გვანსხვავებს
ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა კლიენტის პრობლემა მცირეა თუ დიდი, ყველა საკითხს ერთნაირი ყურადღებით ვუდგებით. საქმეში არსებული ყველა ფაქტის დეტალური ანალიზი საშუალებას გვაძლევს პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზა მოვძებნოთ. ჩვენ ვიბრძვით საუკეთესო შედეგისათვის, მაგრამ არასდროს ვრთავთ ჩვენს კლიენტებს ისეთ ბრძოლაში, რომლის დანახარჯებიც მოგებაზე დიდი იქნება.
VK Law Company ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მაღალი ხარისხის იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. შემოთავაზებული მომსახურება გულისხმობს: ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევას; საჭირო დოკუმენტაციის შესწავლასა და წერილობითი რეკომენდაციების გაცემას; განსახორციელებელი გარიგებების სამართლებრივ ექსპერტიზას და რისკების ანალიზს; არსებული დავების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მოსალოდნელი შედეგების შეფასებას;
VK Law Company-მ შეისწავლა და გაითვალისწინა რა სხვადასხვა მოცულობის და საქმიანობის მქონე კომპანიების მოთხოვნები და საჭიროებები, შეიმუშავა და არაერთ კომპანიასთან ეფექტურად თანამშრომლობს გრძელვადიანი და კომპანიის მიზნებისათვის სპეციალურად შედგენილი შემდეგი სახის მომსახურების პაკეტების გამოყენებით. ესენია: თქვენი იურიდიული კონსულტანტი – მომსახურების აღნიშნული პაკეტი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელებიც არ საჭიროებენ სრულ იურიდიულ სერვისს.
VK Law Company ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს: სარჩელის, შესაგებლის, შეგებებული სარჩელის, განცხადების, შუამდგომლობის, კერძო, სააპელაციო და საკასაციო საჩივრის მომზადებას და სასამართლოში წარდგენას ყველა სახის სასამართლოს დავასთან დაკავშირებით; მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის, განმცხადებლის წარმომადგენლობას სამივე ინსტანციის სასამართლოში, ყველა სახის სასამართლოს დავასთან დაკავშირებით; მოწმის, დაზარალებულის, ბრალდებულის ინტერესების დაცვას სამივე ინსტანციის სასამართლოში;
ჩვენ განსხვავებულად ვუყურებთ კანონს
სამოტივაციო ნაწილი
სამართლის მენეჯმენტი
თანამედროვე მსოფლიოში სამართალთან ერთად მნიშვნელოვანია სამართლის მენეჯმენტი, რაც გულისხმობს პროცესების მართვას
სამართლებრივი მენეჯმენტი
ჩვენი სერვისები მოიცავს ბიზნეს სუბიექტებისათვის მათი საქმიანობის სამართლებრივი საკითხების სრულ მხარდაჭერას, როგორც დისტანციურად, ისე უშუალოდ სამუშაო ადგილზე. ჩვენ კომპანიაში თავმოყრილია აპრობირებული და დროში გამოცდილი იურიდიული გადაწყვეტილებები, რომლებიც სამართლებრივ შედეგებს ხდის მეტად პროგნოზირებადს. სამართლებრივი კონსულტირება, ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა ტიპის იურიდიული დოკუმენტების მომზადება ან/და მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობის აღება, წარმომადგენლობა, სასამართლო წარმოების მხარდაჭერა მხოლოდ ნაწილია იმ სერვისებისა, რომელსაც გთავაზობთ.
ფულადი ვალდებულებების მართვა
თუ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას ფლობთ, ხოლო მეორე მხარე გამოხატულად უარს აცხადებს მის ნებაყოფლობით შესრულებაზე, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი დარღვეული უფლების აღდგენაში. აღნიშნული სერვისი, ვალდებულების წარმომშობი იურიდიული დოკუმენტის ანალიზის გათვალისწინებით, გულისხმობს დებიტორის წინააღმდეგ სააღსრულებო ან სასამართლო წარმოების საშუალებით, მატერიალური აქტივის ამოღებას, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში (აუქციონის საშუალებით რეალიზაციით ან კრედიტორისათვის ნატურით საკუთრებაში გადასვლით) კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და აღნიშნულთან დაკავშირებულ გვერდით სერვისებს.
სასამართლო დავები
სასამართლო დავების წარმატებით დასრულებისათვის უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი პოზიციის სწორი ფორმირება, რომელიც დავაში ძლიერი და სუსტი მხარეების კვალიფიციური ანალიზის საფუძველზე ხორციელდება. ჩვენს კომპანიაში თავს იყრის წარმატებით დასრულებული დავების მრავალი სასამართლო გადაწყვეტილება, რაც ჩვენი გუნდის იურისტების მიერ ჯეროვნად დაგეგმილი და კვალიფიციურად ორგანიზებული სამართალწარმოების დოკუმენტების მომზადების, მტკიცებულებების მოპოვების, არსებული პრაქტიკის განზოგადების, სავარაუდო შედეგების პროგნოზირების, რისკების იდენტიფიცირების და სხვა გამომდინარე მოქმედებების ერთობლივი შედეგია.
იურიდიული საწყისებიდან ინოვაციურ და ყოვლისმომცველ მომსახურებამდე
352
მიმდინარე წლის პროექტი
120+
ბედნიერი მომხმარებლები
12
მიღებული ჯილდოები
15
პარტნიორი
კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის თქვენზე მორგებული პირობები, შეგიძლიათ ისარგებლოთ საადვოკატო მომსახურებით წინასწარი გადასახადის გარეშე. წინასწარ მოგიწევთ მხოლოდ საპროცესო ხარჯების დაფარვა.
ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ შედეგზე. ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლების რეალიზების საშუალება.
