სამართლიანი სასამართლოსთვის

VK Law Company - ახალი ნაბიჯი იურიდიულ სფეროში: ალტერნატიული გამოძიება, იმიტირებული სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა დასკვნა - "დაიცავი საკუთარი უფლებები წარმატებულად"

წერეთლის გამზ. N116, თბილისი

ჩვენ შესახებ

VK law Company

VK Law Company 8 წელია სხვადასხვა მექანიზმით ცდილობს შექმნას ახალი რეალობა და ალტერნატივა საგამოძიებო მიმართულებით, სასამართლოში მოსარჩელე ან მოპასუხე წარსდგეს მომზადებული საერთაშორისო პრეცედენტებით გამყარებული, რათა უკეთ დაიცვას საკუთარი უფლებები და შექმნას ან გამოიყენოს ის ინოვაციური შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენი იურიდიული კომპანია სთავაზობს ყველა მის პოტენციურ კლიენტს

8 წლიანი გამოცდილება

ჩვენი 8 წელზე მეტია ვცდილობთ გავაუმჯობესოთ თქვენი უფლებების დაცვა

წარმატება

ჩვენ ხელთ არსებული სააქმეების 97% წარმატებული შედეგით სრულდება

VK Law Company

იურიდიული მომსახურების ძირითადი მიმართულებები

სახელშეკრულებო სამართალი

გთავაზობთ ნებისმიერი სახის დახმარებას სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში.

ვალდებულებითი სამართალი

გთავაზობთ ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს და ვალდებულების დარღვევით წარმოშობილ დავებში სამართლებრივ დახმარებას

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

გთავაზობთ ინტელექტუალური სამართლის სფეროში მომსახურებას

საოჯახო სამართალი

საოჯახო სამართლის ფარგლებში  გთავაზობთ სრულ სამართლებრივ დახმარებას

ადმინისტრაციული სამართალი

გთავაზობთ სამართლებრივ დამარებას ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებში რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით

მემკვიდრეობითი სამართალი

გთავაზობთ მომსახურებას მემკვიდრეობითი სამართლის ფარგლებში

პროფესიონალი და გამოცდილი სამართლის ადვოკატი

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი ფირმა

ალტერნატიული გამოძება

VK Law Company იყო და არის პირველი იურიდიული კომპანია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ალტერნატიულ ჟურნალისტურ გამოძიებას

იმიტირებული სასამართლო

იმიტირებული სასამართლო ეს არის ინოვაცია ჩვენს სივრცეში, რაც გულისხმობს საკუთარი თავის მოწინააღმდეგედ ყოფნას და სასამართლოსთვის მაქსიმალურად მომზადებას

ნაფიც მსაჯულები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა განხილვას და დასვკნას

2000+

კლიენტებთან კონსულტაციები

93%

წარმატებული შემთხვევები

40+

პროფესიონალი ადვოკატები

785,320 ₾

ამოღებული ღირებულება

დაგვირეკეთ 24/7
ან

ჩვენთან კონსულტაცია უფასოა

უახლესი პრაქტიკის სფეროები

განქორწინება

საჭირო დოკუმენტაციის და მტკიცებულებების მპოვება

მემკვიდრეობა

სამამკვიდრეო სამართალი და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება

ბავშვის მეურვეობა

მეურვეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება

ოჯახში ძალადობა

პრევენციული ღონისძიებების გატარება და სამართალწარმოება

ქორწინება / სამოქალაქო კავშირები

მნიშნველოვანია უფლებების დაცვითა და სწორად განაწილების პრინციპი ქორწინებაში

შვილად აყვანა და სუროგაცია

თანამედროვე შესაძლებლობების მოგვარება იურიდიულად

ქონებრივი დავები

სხვადასხვა ტიპის ქონებრივი დავების მოგვარება და სამართალწარმოება

VK Law Compay

რა გვანსხვავებს

ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა კლიენტის პრობლემა მცირეა თუ დიდი, ყველა საკითხს ერთნაირი ყურადღებით ვუდგებით. საქმეში არსებული ყველა ფაქტის დეტალური ანალიზი საშუალებას გვაძლევს პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზა მოვძებნოთ. ჩვენ ვიბრძვით საუკეთესო შედეგისათვის, მაგრამ არასდროს ვრთავთ ჩვენს კლიენტებს ისეთ ბრძოლაში, რომლის დანახარჯებიც მოგებაზე დიდი იქნება.

VK Law Company ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მაღალი ხარისხის იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. შემოთავაზებული მომსახურება გულისხმობს:  ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევას; საჭირო დოკუმენტაციის შესწავლასა და წერილობითი რეკომენდაციების გაცემას;  განსახორციელებელი გარიგებების სამართლებრივ ექსპერტიზას და რისკების ანალიზს;  არსებული დავების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მოსალოდნელი შედეგების შეფასებას; 

მომსახურების პაკეტები

VK Law Company-მ შეისწავლა და გაითვალისწინა რა სხვადასხვა მოცულობის და საქმიანობის მქონე კომპანიების მოთხოვნები და საჭიროებები, შეიმუშავა და არაერთ კომპანიასთან ეფექტურად თანამშრომლობს გრძელვადიანი და კომპანიის მიზნებისათვის სპეციალურად შედგენილი შემდეგი სახის მომსახურების პაკეტების გამოყენებით. ესენია: თქვენი იურიდიული კონსულტანტი – მომსახურების აღნიშნული პაკეტი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელებიც არ საჭიროებენ სრულ იურიდიულ სერვისს.

წარმომადგენლობა სასამართლოში

VK Law Company ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს: სარჩელის, შესაგებლის, შეგებებული სარჩელის, განცხადების, შუამდგომლობის, კერძო, სააპელაციო და საკასაციო საჩივრის მომზადებას და სასამართლოში წარდგენას ყველა სახის სასამართლოს დავასთან დაკავშირებით;  მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის, განმცხადებლის წარმომადგენლობას სამივე ინსტანციის სასამართლოში, ყველა სახის სასამართლოს დავასთან დაკავშირებით;  მოწმის, დაზარალებულის, ბრალდებულის ინტერესების დაცვას სამივე ინსტანციის სასამართლოში;

ჩვენ განსხვავებულად ვუყურებთ კანონს

სამოტივაციო ნაწილი

არ აუწიო ხმას - გააუმჯობესე არგუმენტი
კარგი იურისტი არასდროს მიიყვანს საქმეს სასამართლომდე, თუმცა საქმე თუ სასამართლომდე მივიდა, ის შეძლებს დაამტკიცოს რომ ეს უკანასკნელი ყველაზე ცუდი შედეგის მომტანი არის მოწინააღმდეგისთვის

სამართლის მენეჯმენტი

თანამედროვე მსოფლიოში სამართალთან ერთად მნიშვნელოვანია  სამართლის მენეჯმენტი, რაც გულისხმობს პროცესების მართვას

სამართლებრივი მენეჯმენტი

ჩვენი სერვისები მოიცავს ბიზნეს სუბიექტებისათვის მათი საქმიანობის სამართლებრივი საკითხების სრულ მხარდაჭერას, როგორც დისტანციურად, ისე უშუალოდ სამუშაო ადგილზე. ჩვენ კომპანიაში თავმოყრილია აპრობირებული და დროში გამოცდილი იურიდიული გადაწყვეტილებები, რომლებიც სამართლებრივ შედეგებს ხდის მეტად პროგნოზირებადს. სამართლებრივი კონსულტირება, ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა ტიპის იურიდიული დოკუმენტების მომზადება ან/და მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობის აღება, წარმომადგენლობა, სასამართლო წარმოების მხარდაჭერა მხოლოდ ნაწილია იმ სერვისებისა, რომელსაც გთავაზობთ.

ფულადი ვალდებულებების მართვა

თუ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას ფლობთ, ხოლო მეორე მხარე გამოხატულად უარს აცხადებს მის ნებაყოფლობით შესრულებაზე, ჩვენ დაგეხმარებით თქვენი დარღვეული უფლების აღდგენაში. აღნიშნული სერვისი, ვალდებულების წარმომშობი იურიდიული დოკუმენტის ანალიზის გათვალისწინებით, გულისხმობს დებიტორის წინააღმდეგ სააღსრულებო ან სასამართლო წარმოების საშუალებით, მატერიალური აქტივის ამოღებას, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში (აუქციონის საშუალებით რეალიზაციით ან კრედიტორისათვის ნატურით საკუთრებაში გადასვლით) კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და აღნიშნულთან დაკავშირებულ გვერდით სერვისებს.

სასამართლო დავები

სასამართლო დავების წარმატებით დასრულებისათვის უმნიშვნელოვანესია სამართლებრივი პოზიციის სწორი ფორმირება, რომელიც დავაში ძლიერი და სუსტი მხარეების კვალიფიციური ანალიზის საფუძველზე ხორციელდება. ჩვენს კომპანიაში თავს იყრის წარმატებით დასრულებული დავების მრავალი სასამართლო გადაწყვეტილება, რაც ჩვენი გუნდის იურისტების მიერ ჯეროვნად დაგეგმილი და კვალიფიციურად ორგანიზებული სამართალწარმოების  დოკუმენტების მომზადების, მტკიცებულებების მოპოვების, არსებული პრაქტიკის განზოგადების, სავარაუდო შედეგების პროგნოზირების, რისკების იდენტიფიცირების და სხვა გამომდინარე მოქმედებების ერთობლივი შედეგია.

კერძო დეტექტივი

დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია

კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგი

აუთსორსინგი შეიძლება განვმარტოთ, როგორც „გარე რესურსების სტრატეგიული გამოყენება იმ საქმიანობის განსახორციელებლად, რასაც, ტრადიციულად, შიდა თანამშრომლები და რესურსები ასრულებს“.  იურიდიული აუთსორსინგი არის სტრატეგია, როდესაც ორგანიზაცია, ხელშეკრულების საფუძველზე, საკვანძო სამართლებრივი ფუნქციების შესრულებას აკისრებს სპეციალიზებულ და ეფექტურ სერვის-პროვაიდერს, რომელიც, როგორც წესი, ღირებული ბიზნეს პარტნიორი ხდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იურიდიული აუთსორსინგი ადამიანური რესურსების მართვის ძირითად ტენდენციად იქცა. სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია, დიდიც და მცირეც, მიმართავს კორპორატიულ იურიდიულ აუთსორსინგს, რაც საოპერაციო და ზედნადები ხარჯების გონივრული დაზოგვის ხარჯზე, ბიზნესის ზრდისა და განვითარების საშუალებას იძლევა.  შრომითი ფუნქციების გონივრული დელეგირება ამ კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგის ერთ-ერთი ელემენტია, თუმცა მისი ამოსავალი წერტილი სამუშაო პროცესის დიჯიტალიზაცია, ავტომატიზება, მონაცემებისა და ცოდნის შენარჩუნებაზე ზრუნვაა. ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებისა და დახვეწილი სამუშაო პროცესის წყალობით,   კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგის ფარგლებში, ჩვენი კლიენტების არაპროგნოზირებად, ურგენტულ და გეოგრაფიულად განსხვავებულ მოთხოვნებზე რეაგირება ოპერატიულად და კვალიფიციურად შეუძლია. ამ კონტექსტში, იურიდიული პროცესის ექსკლუზიურად დასაქმებული იურისტების მიერ წარმართვის ნაცვლად, ჩვენი კლიენტები აღნიშნული პროცესის გამკლავების მიზნით, ამ ფუნქციების სრულად დელეგირებას ჩვენს გუნდზე ახდენენ და სანაცვლოდ იღებენ მოქნილობას, კვალიფიციურ ექსპერტიზას, შემცირებულ საოპერაციო და დასაქმების ხარჯებს და მათი ბიზნესის ფუნდამენტურ მიმართულებებზე კონცენტრირების საშუალებას.

 

მოკლე მიმოხილვა

სხვადასხვა მიმართულებით მიღებული შედეგი

განხილული სიტუაცია

0

ნახვები

0

რეკომენდაცია

0

კონსულტაცია

0

როგორ გვახასიათებენ კლიენტები?

იმის გამო, რომ თითოეული კლიენტის საქმიანობას, ერთი მხრივ, თავისი სპეციფიკა და, მეორე მხრივ, სამართლებრივი თვალსაზრისით, თავისი კომპლექსურობა ახასიათებს, ჩვენი მიდგომებიც, ცხადია, ერთგვაროვანი არასდროს არ არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობის დროს, ყოველთვის ზედმიწევნით ვიცავთ იმ სახელმძღვანელო პრინციპებს, როგორც ციფრული ეპოქის იურიდიული სერვისების პროვაიდერის, კონცეფციაა დაფუძნებული. ჩვენი კლიენტების შეფასებით, სწორედ ამ პრინციპების განუხრელი დაცვის თვალნათელი შედეგია ის თვისებები, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრები მუშაობის პროცესში ავლენენ:

დივერსიფიცირებული მომსახურება

უნივერსალური სერვისები

infonews.ge

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

DETECTIVE.GE

დეტექტივთა ეროვნული ასოციაცია

იურიდიული საწყისებიდან ინოვაციურ და ყოვლისმომცველ მომსახურებამდე

352

მიმდინარე წლის პროექტი

120+

ბედნიერი მომხმარებლები

12

მიღებული ჯილდოები

15

პარტნიორი

ორგანიზაციებისთვის

დაიცავით თქვენი ბიზნესის და თანამშრომლის უფლებები

შრომის სამართალი

VK Law Company დაგეხმარებათ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი ნებისმიერი საკითხისა თუ დავის მოგვარებაში. ჩვენ გთავაზობთ შრომითი ხელშეკრულების შედგენას, დამსაქმებელთათვის შინაგანაწესის მომზადებას, სამართლებრივ კონსულტაციებს, იურიდიულ მომსახურებასა და წარმომადგენლობას შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებთან დაკავშირებით, ასევე, შრომითი ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ დახმარებას.

სამეწარმეო სამართალი

 გთავაზობთ სამართლებრივ რჩევებს კომპანიის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შერჩევასთან დაკავშირებით, ასევე, სამართლებრივ დახმარებას ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის (შპს, სს, სპს, კს, კოოპერატივი, ინდ.მეწარმე) რეგისტრაციისას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისას, რეორგანიზაციისას (შერწყმა/მიერთება, გაყოფა, გარდაქმნა), ლიკვიდაციისას, საწარმოს ფილიალების რეგისტრაციისას, საწარმოს დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს და მათთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

ჩვენი იურისტები ყოველთვის ორიენტირებული არიან საუკეთესო შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ფირმას შეუძლია პროცესის მხოლოდ შემდგომ საფეხურზე გაამახვილოს ყურადღება, ჩვენი გუნდი სასამართლო პროცესის თითოეულ ეტაპზე სტრატეგიის ძირითად აქცენტს აკეთებს საბოლოო შედეგებზე. კლიენტის სასურველ შედეგზე ფოკუსირება არის თითოეული შემთხვევის სტრატეგიული პროცესის განუყოფელი ნაწილი. მაშასადამე, თუ თქვენ ეძებთ საუკეთესო იურისტებს საქართველოში თქვენი სამართლებრივი საკითხის გადასაჭრელად, მაშინ ჩვენ მზად ვართ უზრუნველყოთ თქვენთვის სასურველი შედეგები, უმოკლეს დროში.
 
ჩვენ ვსწავლობთ მთელ საქმეს, კომპანიის ისტორიიდან დაწყებული სამომავლო პერსპექტივების ანალიზით დასრულებული. რეგულარულად ვდებთ წერილობით დასკვნებს. ჩვენ ვართ მეტად ეფექტური, რადგან შეგვიძლია ვიყოთ ერთდროულად რამდენიმე ადგილზე, ერთდროულად ვაკეთებდეთ რამდენიმე საქმეს. ჩვენს მიერ წარმოებული საქმეთა აბსოლუტური უმრავლესობა დასრულდა წარმატებით. ჩვენ ვწევთ მომსახურებას, რომელიც ღირს. ჩვენ ვუფრთხილდებით პირველ რიგში საკუთარ და შემდეგ თქვენს დროით რესურსს. ჩვენ ვწევთ მომსახურებას, რომელიც ღირს. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც შეგიძლიათ თქვენი ბიზნესი ანდოთ. ახალი ხედვით, ახალი შესაძლებლობებით ჩვენ ვქნით ახალ ღირებულებებს და ვამკვიდრებთ ახალ ტენდენციებს.
 
საზოგადოებაში მყარად არის დამკვიდრებული აზრი რომ იყო ადვოკატი ნიშნავს შეგეძლოს კარგად კამათი. ჩვენი აზრით ეს არასწორია, კამათი მხოლოდ წაგებული საქმის ადვოკატს სჭირდება. ჩვენ ვთვლით, რომ იყო საუკეთესო ადვოკატი გულისხმობს გქონდეს ხასიათი, სითამამე, თანდაყოლილი ქარიზმა და კარგად შეგეძლოს სახალხოდ ლოგიკური მსჯელობა, შესაბამისი ბმებისა და კავშირების დანახვა და მათი გადაცემა მსმენელისათვის. კარგი ადვოკატი მსმენელს არ უხსნის, არ უღეჭავს ინფორმაციას. სასამართლო პროცესზე, მოლაპარაკებებისას ადვოკატი ლოგიკური ბმების ჩაწვეთებით მსმენელს აძლევს შესაძლებლობას თავად გამოიტანოს დასკვნა. წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორია, მხოლოდ ასეთ დასკვნას აღიქვამს მსმენელი და თავისთავად სწორედ ასეთი მიდგომა მუშაობს.
 
იურიდიული მომსახურების გაწევისას შეცდომების დაშვების ალბათობა 0-ის ტოლია, რადგან ყოველი საქმე, ყოველი სტრატეგია, დოკუმენტი, ფორმა, კონცეპტი, შესაძლო ვარიანტი თუ აბსტრაქტული იდეა მუშავდება გამოცდილი იურისტების  და საუკეთესო ადვოკატების მიერ. დამუშავებისა და სრულყოფის შემდეგი ეტაპია ვიზირება.
 

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის თქვენზე მორგებული პირობები, შეგიძლიათ ისარგებლოთ საადვოკატო მომსახურებით წინასწარი გადასახადის გარეშე. წინასწარ მოგიწევთ მხოლოდ საპროცესო ხარჯების დაფარვა.
ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ შედეგზე. ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლების რეალიზების საშუალება.

ერთი ადვოკატის აყვანა კომპანიისთვის ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე ჩვენი, განსხვავებული სპეციალიზაციის ადვოკატების ჯგუფის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თქვენი საქმიანობის ყველა პროცესი სამართლებრივად ვსრულყოთ
 

კონტაქტი

მისამართი

წერეთლის გამზ. N116

ტელეფონი

+ (995) 579 52 80 80

ელ.ფოსტა

info@vk.com.ge